მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

(გერმანიაში დასაქმებისთვის) ხალხის ტრანსპორტირების ფული ბიუჯეტში გიდევთ? - დეპუტატი მინისტრს

5ddfd0b814e82
თელარა გელანტია
28.11.19 17:48
5118
დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ანგარიშით მისულ ფინანსთა მინისტრს 2 კითხვა დაუსვა.

პარლამენტარის ერთ-ერთი კითხვა გამომდინარეობდა ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ „იმედთან“ ინტერვიუში გაკეთებული იმ განცხადებიდან, რომლის თანახმად, პარტია „ოცნების“ თავმჯდომარემ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება დაანონსა.

"არის თუ არა სახელმწიფოს ფუნქცია დასაქმება და საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა და მეორე - გინახავთ თუ არა ისეთი ქვეყანა - ავტორიტარული, დემოკრატიული, ამას მნიშვნელობა არ აქვს, სადაც მმართველი გუნდი ხალხს ჰპირდება საზღვარგარეთ დასაქმებას და არა საკუთარ ქვეყანაში დასაქმებას, ამის პრეცედენტი თუ გინახავთ? ფიქრობთ, თუ არა, რომ ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააუქმა, იმიტომ რომ თუ თქვენ ეკონომიკური განვითარების და დასაქმების ფუნქცია არ გექნებათ, მაშინ ამ სამინისტროების არსებობას აზრი არ ექნება. ჩემი აზრით, მარტო ჯარი და პოლიცია არაა სახელმწიფო და კიდევ, ახლა თქვენი გეგმა რომ განხორციელდება, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ბიუჯეტში გიდევთ ფული ტრანსპორტირების თუ როგორ უნდა გაიყვანოთ ხალხი ქვეყნიდან თუ თავიანთი ხარჯებით უნდა გავიდნენ? ეს მაინტერესებს“, - ჰკითხა ბექა ნაცვლიშვილმა ვანო მაჭავარიანს.

მინისტრს კითხვებს სხვა დეპუტატებიც უსვამენ, რის შემდეგაც ის სავარაუდოდ, ყველას უპასუხებს.