მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში ელექტრომობილებზე გადასვლა 125 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გამოიწვევს

5d91ddbc75a59
მიხეილ ხაჩიძე
30.09.19 23:20
1223
გერმანიაში შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლის შედეგად, 2030 წლისთვის დაახლოებით 125 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება. ინფორმაციას Welt am Sonntag ავრცელებს.

გამოცემა ავტომობილების კვლევის ინსტიტუტის (CAR) ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ სამუშაოების უმეტესობა, რომელთა საჭიროებაც აღარ იქნება, ძირითადად წარმოებასთან არის დაკავშირებული. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ არაერთი ფედერალური მიწა, სადაც დიდი საავტომობილო ქარხნები მდებარეობს, უკვე ემზადება მოახლოებული ცვლილებებისთვის.
 
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მანქანებს ძვირადღირებული ბატარეები ესაჭიროება, "ჩვეულებრივი" მანქანებისგან განსხვავებით მრავალი სხვა კომპონენტი, როგორიცაა ტრანსმისია და შიდა წვის ძრავების მექანიზმები არ ესაჭიროებათ. ამიტომ ელექტრომობილები ეკონომიკური თვალსაზრისითაც უფრო მომგებიანად მიიჩნევა.

ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში გერმანიაში წარმოებული ყველა მანქანის დაახლოებით ორი მესამედს ელექტრომობილები შეადგენენ.
 
კლიმატის დაცვის პროგრამის ფარგლებში, ბერლინში, მთავრობას სურს, რომ ქვეყანაში ელექტრო ავტომობილების მოხმარება და წარმოება მასშტაბურად გააფართოვოს.