მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში ფერმერების მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს

5dcd584fab7ef
მიხეილ ხაჩიძე
14.11.19 18:20
1022
გერმანელი ფერმერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. დღეს ჰამბურგის ცენტრში, იქ სადაც გარემოსდაცვითი კონფერენცია მიმდინარეობს, ასობით გლეხი ტრაქტორებით ჩავიდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები მთავრობის სოფლის მეურნეობის პოლიტიკას აპროტესტებენ.

დემონსტრანტებმა გადაკეტეს მაგისტრალი და ქალაქის რამდენიმე ქუჩაც. დღევანდელი საპროტესტო აქცია მშვიდობიანად წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციების წინააღმდეგ, ოქტომბრის ბოლოდან, ფერმერების აქციები გერმანიიის მასშტაბით 17 ქალაქში გაიმართა.