03.იანვარი .2020 23:43

გერმანიაში გრძელ მანძილზე მატარებლით მგზავრობის ტარიფები მცირდება

views 836
უკან

გერმანიაში გრძელ მანძილზე მატარებლით მგზავრობის ტარიფები მცირდება. ამის მიზანს „გარდიანის“ ცნობით, კლიმატის დაცვაა, რათა მატარებლით მგზავრობა უფრო მიმზიდველი გახდეს მგზავრებისთვის, რაც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.

კერძოდ, გეგმის მიხედვით, 50 კილომეტრზე შორ მანძილზე გერმანიის რკინიგზით „დოიჩე ბანით“ მგზავრობის ფასი 10%-ით შემცირდება. კომპანია ასევე გეგმავს სპეცშეკვეთებისა და დამატებითი სერვისების, მაგალითად ველოსიპედების ტრანსპორტირების საფასურის შემცირებასაც.

„დოიჩე ბანში“ იმედოვნებენ, რომ წლის განმავლობაში შემცირებული ფასების შედეგად მგზავრთა რაოდენობა 5 მილიონით გაიზრდება.