მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში იანვრის შემდეგ COVID-შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

6077e1f189464
თათია კაკიაშვილი
15.04.21 22:00
622
გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ 29,426-ით გაიზარდა და 3,073 მილიონი შეადგინა, რაც 8 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის შესამცირებლად კი გერმანიის მთავრობა ცდილობს, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები  ვირუსის მესამე ტალღის შესაკავებლად გააძლიეროს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

გასული კვირის ბოლოს, ვიცე-კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ თუკი 7 დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები 100.000-ს გადააჭარბებს, ქვეყნის მთავრობა ე.წ კომენდანტის საათს კვლავ დააწესებს.