05.სექტემბერი .2019 11:24

გერმანიაში იარაღის ლიცენზიაზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება

უკან

გერმანელები იარაღდებიან. ქვეყანაში იარაღის ლიცენზიები უფრო და უფრო პოპულარი ხდება. "Rheinische Post"-ის ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, 2019 წელს იარაღის სერთიფიკატებზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9 %-თ გაიზარდა.


მთლიანობაში კი ამ დროისთვის გარემანიაში, იარაღის ტარების უფლება  640,000 მოქალაქემ მიიღო, რაც 2018 წლის მონაცემებზე 30.000 ადამიანით მეტია. შედარებისთვის; 2014 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 260,000 იყო.





რატომ გახდა ასე სწრაფად, ევროპულ სახელმწიფოში იარაღი პოპულარული უცნობია, თუმცა როგორც ზოგიერთი ადგილობრივი გამოცემა იუწყება, გერმანელებს შიშის გამო, თავდაცვის საუკეთესო საშუალებად სწორედ იარაღი მიაჩნიათ.  სერთიფიკატის მიღება  ფაქტობრივად ყველას შეუძლია, უმთავრესი კრიტერიუმებია, ასაკი და ფიზიკური და გონებრივი მზადყოფნა.