22.თებერვალი .2021 22:30

გერმანიაში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია - შეზღუდვების შემსუბუქება გადაიდო

გერმანიაში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია - შეზღუდვების შემსუბუქება გადაიდო
views 272
უკან

გერმანიაში COVID ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება კიდევ რამდენიმე კვირით გადაიწევს. ეს ფაქტი კი როგორც მოსახლეობის, ასევე მთავრობის შიშს იწვევს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა სულ ახლახან 7 676 ახალი შემთხვევა გამოავლინა, რაც გასული კვირის მონაცემებს 1 562-ით აღემატება. შვიდდღიანი ძირითადი მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით ერთ დღეში 57,7-დან 60,2-მდე გაიზარდა, გერმანიის ხელისუფლება კი შეზღუდვების შემსუბუქებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აანონსებს, თუ ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 50 იქნება. ასე რომ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლების გახსნა მინიმუმ კიდევ ერთი კვირით გადაიდო.

გამოცემა DW-ის ცნობით, გერმანიაში შვიდდღიანმა კვლევამ გასული კვირის ბოლოს 1,07 მაჩვენებელი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია რამდენიმე კვირის განმავლობაში და ნიშნავს, რომ 100 ინფიცირებული ადამიანი დამატებით 107 პირს აინფიცირებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მდგომარეობა რთულია და მოსახლეობას "გაგებით მოკიდებისკენ" მოუწოდებენ.