30.მარტი .2023 16:23

გერმანიაში ინფლაცია 7.4%-მდე შემცირდა

გერმანიაში ინფლაცია 7.4%-მდე შემცირდა
views 453
უკან

გერმანიაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება - წლიური ინფლაციის დონემ 7.4% შეადგინა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, 2022-ში საშუალო წლიურმა ინფლაციამ გერმანიაში 7.9% შეადგინა, რაც თანამედროვე გერმანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2021 წლის საშუალო ინფლაციური მაჩვენებელი 3.1% იყო.

2022 წლის რეკორდული ინფლაცია ნოემბრის თვეში დაფიქსირდა, მაშინ სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 10.4%-ს მიაღწია, რაც ევროპის მასშტაბით ენერგორესურსებისა და სურსათის მკვეთრი გაძვირებით იყო განპირობებული.

საერთო ჯამში, ერთწლიან ჭრილში გერმანიაში ენერგორესურსები 25%-ითაა გაძვირებული, საკვები პროდუქტების ღირებულება კი საშუალოდ 20%-ით გაიზარდა.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა