მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში ინფლაციის დონე მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

63ff57b1ef985
გიორგი თოლორდავა
02.03.23 00:05
863
გერმანიაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება - წლიური ინფლაციის დონე 8.7%-მდე გაიზარდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, 2022-ში საშუალო წლიურმა ინფლაციამ გერმანიაში 7.9% შეადგინა, რაც თანამედროვე გერმანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2021 წლის საშუალო ინფლაციური მაჩვენებელი 3.1% იყო.

2022 წლის რეკორდული ინფლაცია ნოემბრის თვეში დაფიქსირდა, მაშინ სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 10.4%-ს მიაღწია, რაც ევროპის მასშტაბით ენერგორესურსებისა და სურსათის მკვეთრი გაძვირებით იყო განპირობებული.

საერთო ჯამში, ერთწლიან ჭრილში გერმანიაში ენერგორესურსები 25%-ითაა გაძვირებული, საკვები პროდუქტების ღირებულება კი საშუალოდ 20%-ით გაიზარდა.