მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი აქვს – საგარეო უწყება

5e6ddbc4aa0df
დავით ჯალაღონია
15.03.20 11:38
1430
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და ადგილზე, გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ქვეშ არის.

„აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ, საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის საკონსულო მათთან კავშირზე. საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. საკონსულო მუდმივარ რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგი რეკავდა საკონსულოს ცხელ ხაზზე და მას არ პასუხობდნენ, მოქალაქესთან კომუნიკაციის შემდეგ, აღმოჩნდა რომ არ არის სიმართლე და უზუსტობას ჰქონდა ადგილი. იგი არ რეკავდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და სამივე საკონსულო ოქლის მითითებულ ცხელ ხაზზე. ის რეკვდა სხვა ნომერზე. აღნიშნულ მოქალაქეს, მისივე ინფორმაციით და გერმანელი მედიკოსების ინფორმაციით, აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები. იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ“, – განმარტავენ საგარეო უწყებაში.