მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტების მხარდასაჭერად კანცელარიასთან აქცია გაიმართება

5f1bebc9b8a45
ინგა მურუსიძე
25.07.20 13:00
1018
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება.

როგორც BM.GE-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა, ეს იქნება სოლიდარობის აქცია, რადგან ზუსტად ამ დროს ფრანკფურტში მყოფი ქართველი სტუდენტების აქცია იმართება.

„დღეს 15:30 საათზე კანცელარიასთან იქნება საპროტესტო აქცია. მოთხოვნები იგივეა, რაც სტუდენტებს აქვთ - ესაა რეგულარული ფრენების აღდგენა და საკარანტინო ზონების გაუქმება "მწვანე ქვეყნებიდან" ჩამომსვლელებისთვის. გარდა ამისა, გავიგეთ, რომ ქვეყანაში ვერ შემოდიან ტურისტები, თორემ ზოგიერთი არალეგალურად ახერხებს შემოსვლას, რაც უსამართლობაა. ასევე, 90%-ით ვიცით, რომ AirBaltic აღარ იფრენს, ასევე ვიცით, რომ სექტემბრიდან აღარ იფრენს Air France. ბევრი სიახლე გვაქვს, რაც გაპროტესტებას იმსახურებს", - განაცხად გიორგიძემ.

ცნობისთვის: BM.ge შეეცდება გადაამოწმოს ალექსანდრე გიორგიძის ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ 2 ავიაკომპანიას ეხება.