მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში ორზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება - მერკელი ახალ შეზღუდვებს აწესებს

5e784f1206638
დავით ჯალაღონია
23.03.20 09:55
1108
გერმანიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ორზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება საცხოვრებელ სახლებსა და სამსახურეობრივ სივრცეებს.

გარდა ამისა, გამკაცრებული ზომების ფარგლებში, გერმანიაში სილამაზის სალონები და სპა ცენტრები დაიხურა, რესტორნებს კი, მომხმარებლებისთვის მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის შეთავაზება შეუძლია.

"ჩვენი მთავარი მიზანია, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დრო მოვიგოთ", - აღნიშნა მერკელმა.

ამ დროისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 18 610 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 55 ადამიანი.