მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

6006cdaa87198
ნათია თაქთაქიშვილი
19.01.21 19:00
709
გერმანიაში, ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში FFP2 და KN95 კლასის ან ერთჯერადი სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ახალი რეგულაცია ძალაში 25 იანვრიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, გერმანიის მთავრობა "ლოქდაუნის" რეჟიმის 15 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სკოლები და საბავშვო ბაღებიც 15 თებერვლამდე დახურული დარჩება. გარდა ამისა, კერძო სახლებსა და ბინებში მხოლოდ ერთი სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი.

გერმანიაში 16 დეკემბრიდან "ლოქდაუნის" მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, რომლის ვადა 31 იანვარს იწურება. სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების გარდა, ამჟამად, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დახურულია. საპარიკმახეროები, მუზეუმები, თეატრები და სილამაზის სალონები არ მუშაობს, ხოლო მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.