მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში სეზონურად სამუშაოდ 229 ქართველი წავიდა - სულ 5000 ვაკანსია იყო

614a3bae2c8ca
ანუკა ჯოხაძე
22.09.21 00:17
740
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონური დასაქმებისთვის ელექტრონული პლატფორმა 2021 წლის 15 თებერვალს აამოქმედა. 24 საათში სისტემაში 35,000-ზე მეტი აპლიკაცია შევიდა.

მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, გერმანიის მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კვოტა გაეზარდა. პროგრამით 500 ადამიანის ნაცვლად 5000 პირს უნდა ესარგებლა.

თუმცა როგორც დღეს ჩვენთვის ცნობილია, 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის 16 სექტემბრამდე გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით 229 საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვე იყო. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ადამიანებს კვირაში 5-6 დღე უნდა ემუშავათ, სამუშაოს ხანგრძლივობა კი დღეში 8-10 საათი უნდა ყოფილიყო.

არსებული ინფორმაციით, მათთვის მინიმალური ხელფასი საათში 9.5 ევროთი უნდა განსაზღვრულიყო.
ცნობისთვის, გერმანიაში სეზონურად დასაქმებულები დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს უჩივიან და კომპენსაციის სახით 18 000 ლარს ითხოვენ. შესაბამისი ინფორმაცია BM.GE-ის გერმანიიდან ვადაზე ადრე დაბრუნებულმა დასაქმებულებმა მიაწოდეს.

მათი განმარტებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პირობები ადგილზე დამსაქმებლებმა არ შეასრულეს, მათ შორის პრობლემა იყო ანაზღაურების საკითხიც, რომელიც იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გაწერილი.