მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში სუპერმარკეტებში შესვლისთვის COVID ტესტის გაკეთებაა საჭირო

6065b625e8686
თათია კაკიაშვილი
02.04.21 00:21
1696

კორონავირუსით დაინფიცირების მზარდი რაოდენობის და ვირუსის უფრო საშიში ბრიტანული ვარიანტის გავრცელების გამო, ბერლინის სენატმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებმა მაღაზიებში, მუზეუმებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლამდე მინიმუმ 1 დღის ადრე COVID ტესტი უნდა გაიკეთონ. ინფორმაციას Berlin.de ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მერმა და მისმა მოადგილეებმა მარტის ბოლოს, სენატის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შესაბამისად, თუ ტესტი სუსტად დადებით ან დადებით პასუხს აჩვენებს, მოქალაქეს მაღაზიაში, აფთიაქში, მუზეუმში, სილამაზის სალონში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში შესვლა აეკრძალება.

ამასთან, არსებული ეპიდსიტუაციის გამო, გერმანიის ინტენსიური და გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია DIVI-ში აცხადებენ, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება ორკვირიანი მკაცრი ლოქდაუნი, ვაქცინაციის უფრო სწრაფი ტემპი და სკოლებში კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემიის მესამე ტალღა თავიდან აირიდოს.

ცნობისთვის, გერმანიაში, ბოლო მონაცემებით, COVID 19-ით დაინფიცირების 24 300 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 2.83 მილიონამდე გაიზარდა, ამასთან ვირუსს ქვეყანაში კიდევ 201 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 76 543-ს მიაღწია.