მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში Tesla-ს ახალი 'გიგა ქარხნის' მშენებლობა დროებით შეჩერებულია - მიზეზი პროტესტია

5e4a66d6bb7b8
ნათია თაქთაქიშვილი
17.02.20 23:33
2217
როგორც გამოცემა BBC-ი წერს, გერმანიის სასამართლომ ამერიკულ ელექტრო მანქანების მწარმობელ Tesla-ს ახალი 'გიგა ქარხანის' მშენებლობა დროებით შეუჩერა. მშენებლობის შეჩერების მიზეზი ეკო-აქტივისტების პროტესტი გახდა, ისინი აცხადებენ, რომ ქარხანა საფრთხეს უქმნის ტყეს და ბუნებას.

Tesla-ს და ეკოაქტივისტების დაპირისპირება ასობით მოჭრილმა ხემ გამოიწვია , რომელიც კომპანიამ ქარხნის ასაშენებლად განკუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრა. 

შეგახსენებთ, Tesla-მ გასული წლის ნოემბერში ბრანდერბურგთან ახლოს შეიძინა 300 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ევროპული ‘გიგა ქარხნის’ ასაშენებლად. ქარხანა წინასწარი მონაცმებით, 2021 წლისთვის უნდა გაიხსნას, სადაც წელიწადში 500,000-მდე მანქანის წარმოება იგეგმება. კომპანია 12,000 ადამიანს დაასაქმებს.

როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, Tesla-მ პირობა დადო, რომ ბუნებას აღარ გაანადგურებს და იზრუნებს ტყე გაწმინდოს მავნე მწერებისა და მღრნელებისგან.