30.აპრილი .2020 16:41

გერმანიაში უმუშევრობის შემწეობას 2.4 მლნ მოქალაქე ითხოვს

views 346
უკან

აპრილში გერმანიაში სამსახური 373,000-მა ადამიანმა დაკარგა და ქვეყანაში უმუშევრობის დონე 5.8%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მარტის ბოლოს 5%-ს შეადგენდა. ინფორმაციას The Gardian ავრცელებს.

როგორც ქვეყნის შრომის ოფისში აცხადებენ, გერმანიის მასშტაბით უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადი სულ 2.4 მილიონ მოსახლეს აქვს შეტანილი. მათ შორის, ოფისში მოკლე სამუშაო საათებზე გადასვლაზე განაცხადი 751,0000-მა მოქალაქემ გააკეთა.

შრომის ოფისი აცხადებს, რომ შედარებისთვის, 2009 წლის კრიზისის დროს ამ განაცხადების რიცხვი 3,3 მილიონს აღწევდა.

დასაქმებულთა მოკლე სამუშაო საათებზე გადაყვანა სახელმწიფო დახმარების პრაქტიკაა, რომელიც დამსაქმებლებს აძლევს საშუალებას, თანამშრომლებს სამუშაო საათები შეუმცირონ, თუმცა ხელფასი მაინც გადაუხადონ.