ახალციხეში გერმანიის მთავრობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და ახალციხის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდასაქმნელად საერთო კონცეფციის შემუშავება, აქ არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის მიზნით მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევა და აღნიშნული ტერიტორიის მულტიფუნქციურ რეკრეაციულ სივრცედ მოწყობა.
„ახალციხეში წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი და გავერანებული სამხედრო ბაზა მნიშვნელოვნად აფერხებს ქალაქის განვითარებას. გასულ წელს ყოფილი ბაზის ტერიტორიის ნაწილი ახალციხის მუნიციპალიტეტს გადმოეცა. გვინდა სწორად მოვახდინოთ ამ ტერიტორიის ინტეგრირება ქალაქის ურბანულ სისტემაში, რაც ბიძგს მისცემს ქალაქის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან", - აღნიშნა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დოკუმენტს ხელი ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა დოქტორ კრისტოფ ბაიერმა მოაწერეს.
ცნობისთვის, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება. 2020 წლის 1-ლი აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალი პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელება. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?