მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ეკონომიკა მოულოდნელად შემცირდა

63d7a5c079415
გიორგი თოლორდავა
30.01.23 15:13
1197
გასული წლის IV კვარტალში გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე გაცილებით ცუდი შედეგია.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2021-ის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიის ეკონომიკა 0.5%-ითაა გაზრდილი, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

ძირითადი ეკონომიკური მონაცემების გაუარესება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკებს. ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2023 წლის I კვარტლიდან გერმანიაში რეცესია დაიწყება, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

შედარებისთვის, გასული წლის III კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა, თუმცა ზამთრის პერიოდში ზრდის ტემპის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად გერმანიაში 8.6%-იანი ინფლაციაა, რაც ქვეყნის სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ერთწლიან ჭრილში გერმანიაში ენერგორესურსები 24.4%-ითაა გაძვირებული, საკვები პროდუქტების ღირებულება კი საშუალოდ 20.7%-ით გაიზარდა.