მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე კვარტალში 10%-ით შემცირდება

5e8da71b256ef
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.20 21:50
1712
Bloomberg-ი იუწყება, რომ გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე კვარტალში დაახლოებით 10%-ით შემცირდება, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, არსებული პროგნოზებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020-ში 4.2%-მდე შემცირდება, ხოლო 2021-ში მშპ– 5.8% მიაღწევს.

გერმანიის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ 2020 წლის პერსპექტივები არც თუ ისე საიმედოა და ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინაშე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

Bloomberg-ი ბიზნესის ანალიტიკოს ტიმო ვალმეშაუზერზე დაყრდნობით წერს, რომ ეკონომიკურ რეცესიას გავლენა ექნება შრომით ბაზარზე და მიმდინარე წელს ევროპაში სამუშაო ადგილები 5.9%-ით შემცირდება.

ანგელა მერკელის მთავრობა ცდილობს დროულად უპასუხოს ეკონომიკურ სირთულეებს. გუშინ კანცლერმა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა დაანონსა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კორონავირუსით, ინფიცირების შემთხვევები გერმანიაში საგრძნობლად გაიზარდა ბოლო 3 დღეში და ინფიცირებულთა რაოდენობამ 107,663 შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა 2,016 ადამიანი.