მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ელჩი - სიხარულით ვასრულებ პრემიერის მოწოდებას აქ არდადეგების გატარებასთან დაკავშირებით

5ee7a1496140d
BM.GE
15.06.20 20:30
1152
სიხარულით ვასრულებ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას საქართველოში მოგზაურობასთან, აქ ხანგრძლივი არდადეგების გატარებასთან და სხვადასხვა რეგიონში სტუმრობასთან დაკავშრებით,- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახთან ერთად მოგზაურობს ყოველ შაბათ-კვირას და უკვე ასრულებენ პრემიერის მოწოდებას.

„მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს, რომელიც ბოლო კვირებსა და თვეებში ასე მტკიცედ დაუხვდა კრიზისს, რაც კარგად მეტყველებს მის ხასიათზე. თქვენს ქვეყანაში ცხოვრება დიდ სიმტკიცეს მმატებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.