მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თვითიზოლაციიდან საკუთარ ემოციებზე საუბრობს

5e7e4bd5eafbd
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 00:20
2716
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თვითიზოლაციიდან საკუთარ ემოციებზე საუბრობს.

„მენატრება მთავრობის სხდომებზე პირისპირ დასწრება. ახლა ვერ ვხედავ ადამიანებს და არ მაქვს არანაირი პერსონალური კონტაქტი. ამ კუთხით ყველაფერი განსხვავებულია. არ შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ჩემი კარანტინში ყოფნის დრო ამოიწურება“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

მასთან სატელეფონო ჩანაწერი Deutsche Welle-მ გაავრცელა.

გერმანიის კანცლერი თვითიზოლაციაში უკვე თითქმის 1 კვირაა იმყოფება. ის მას შემდეგ მოექცა კარანტინში, რაც გაიგო, რომ იმ ექიმს, რომელმაც მერკელს ვაქცინა ჩაუტარა, კორონავირუსი დაუდასტურდა.