გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კანადიდან თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] იმპორტის პირობის გარეშე დაბრუნდა. როგორც Reuters წერს, მიმდინარე კვირაში შემდგარი ვიზიტის დროს იყო მოლოდინი, რომ გერმანია G7-ის წევრი ქვეყნისგან ერთ დღესაც იმ რაოდენობის გაზს მიიღებდა, რითაც რუსულის ჩანაცვლებას შეძლებდა, თუმცა მსოფლიოს მეხუთე მწარმოებლისგან მსგავსი დაპირება ვერ მიიღო.
მიმდინარე წლის მაისში კანადამ განაცხადა, რომ ორ კომპანიასთან LNG პროექტების დაჩქარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რითიც ევროპაში გაზის ტრანსპორტირება რამდენიმე წელში იქნებოდა შესაძლებელი. როგორც Reuters წერს, ამ ეტაპზე ჯასტინ ტრუდოს მთავრობა აანალიზებს, იქნებიან თუ არა ეს ტერმინალები მომგებიანი ან მოხდება თუ არა მათი ისეთი სწრაფად აშენება, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ევროპის მომარაგება შეძლონ.
შოლცის ვიზიტამდე კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრი ჯონათან ვიკინსონი აცხადებდა, რომ საუკეთესო წყალბადის ექსპოტრია LNG-ის ნაცვლად. კანადის პრემიერ-მინისტრმა ეს გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზეც გაიმეორა.
გერმანიას სურს რუსულ გაზზე უარი 2024 წლისთვის თქვას. სულ მცირე ეს დროს დასჭირდება კანადაში არსებულ LNG ტერმინალებს, რათა ისე გაზარდოს გაზსადენის სიმძლავრეები, რომ გაზმა ქვეყნის დასავლეთი სანაპიროდან აღმოსავლეთს მიაღწიოს. მშენებლობის პროცესს გარემოსდამცველთა წინააღმდეგობა და რეგულაციები ართულებს.
კლიმატის ცვილებასთან ბრძოლა ტრუდოს წინასაარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედი იყო, თუმცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5% გაზსა და ნავთობზე მოდის. ამასთან, ქვეყანას მსოფლიოში წიაღისეული საწვავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგები აქვს.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი