მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მთავრობის დახმარებით, დევნილებისთვის გორში 22 -კომლიანი სოფელი აშენდება - მინისტრი

5f2d8c05c4ee2
ვიქტორია მღებრიშვილი
07.08.20 21:16
2115
გერმანიის მთავრობის დახმარებით დევნილებისთვის 22-კომლიანი სოფელი აშენდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა. 

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც გვაძლევს გერმანიის მთავრობა, რომ ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის უახლოეს მომავალში დავიწყოთ 22-კომლიანი სოფლის ტიპის საცხოვრებლის მშენებლობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ჩართულობა არის აღსანიშნავი რეგიონული განვითარების სამინისტროს მხრიდან, რომელსაც ისინი წლებია აწარმოებენ და წლის ბოლომდე საშუალება გვექნება ქუთაისში, ზუგდიდში განვასახლოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

ამავე ღონისძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სამინისტროს მიერ დევნილების ბინების უზრუნველყოფის საკითხზე საუბრისას განმარტება გააკეთა: 

„გერმანიის და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, მარნეულში ახალი სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემა რომელიც წლების მანძილზე მარნეულის მუნიციპალიტეტში მძიმე საცხოვრებელ პირობებში და ნგრევად ობიექტებში ცხოვრობდნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დამატებით დევნილი ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლს ავაშენებთ, მათ შორის 22 სახლი, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მოგვახსენა აშენდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერას მიმდებარედ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.