მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის საგარეო უწყება მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობაზე ინფორმაციას აწვდის

5f69bcb43726f
ნათია თაქთაქიშვილი
22.09.20 14:00
1128
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ რეგულაციების და უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ წერს, რომელიც ვიზიტორებმა საქართველოში მოგზაურობისას უნდა გაითვალისწინონ. იქვე აღნიშნულია, რომ აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს COVID-19-ის გავრცელების გამო დაწესებული საერთაშორისო საჰაერო და სამგზავრო შეზღუდვები და  ტურისტებმა არაუცილებელი ტურისტული ვიზიტებისგან თავი შეიკავონ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო დღემდე კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყანაა და ჯანდაცვის სამინისტროს და მსოფლიო ჯანდაცვის ოგნიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობა დაბალი, სამნიშნა რიცხვების ფარგლებშია. საქართველოში რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტად აჭარის რეგიონია დაზარალებული, განსაკუთრებით - ბათუმი.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ საზღვრები გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან 8 ივლისიდან გახსნა. საქართველოში გამგზავრების შემთხვევაში, იმ მოქალაქეებმა, ვისაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვს, უნდა წარადგინონ ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სხვა შემთხვევაში, ისინი ქვეყანაში შესვლას ვერ მოახერხებენ.

თუ ვიზიტორი საქართველოში სტუმრობას ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნიდან პირდაპირი რეისით აპირებს, მაშინ მათ არ მოუწევთ კარანტინის გავლა, მაგრამ აუცილებელია, წარადგინონ PCR ტესტის პასუხი, რომელიც ბოლო 72 საათის განმავლობაშია ჩატარებული; სხვა შემთხვევაში მათ მოუწევთ PCR ტესტის გაკეთება პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ტესტის პასუხების გაგებამდე, რომელსაც, დაახლოებით, 8 საათი სჭირდება, ვიზიტორი იძულებული იქნება გაიაროს თვითიზოლაცია სასტუმროში ან აპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ თუ ვიზიტორი ზემოთ ჩამოთვილი ქვეყნების გარდა სხვა ქვეყანაშიც იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში, მათ მოუწევთ როგორც PCR ტესტის გავლა, ასევე, 8-დღიანი კარანტინი. იგივე პირობები მოქმედებს თუ სხეულის ტემპერატურა 37 ცელსიუსია. ვიზიტორი კარანტინის დატოვებას მხოლოდ მე-8 დღეს შეძლებს, იმ შემთხვევაში თუ PCR ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.

საქართველოში მოგზაურობა ისევ შეზღუდულია რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის და გამონაკლისი დაიშვება:

•საქართევლოს მოქალაქეებისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის (ეროვნების მიუხედავად);
•დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშირისო ორგნიზაციიებისათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
•ოფიციალური დელეგაციებისთვის;

გამოცემა წერს, რომ საქართველოში საერთაშორისო ფრენები ოქტომბრის ბოლომდე არ აღდგება და ამჟამად რეისების შეზღუდული რაოდენობით ოპერირებს Lufthansa, Air France-ი და Air Baltic-ი.

რაც შეეხება ქვეყნის შიდა ტრანსპორტს და გადაადგილებას, ამ ეტაპზე საქართველოში მკაცრი აკრძალვები შიდა გადაადგილებასა და ტრასნპორტზე დაწესებული არ არის.