მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ხელისუფლებამ ბრძანება გასცა, რუსეთის 5-დან 4 საკონსულო დახუროს

6477b1509d1c6
ალა ისპირიანი
01.06.23 00:40
647
გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული რუსეთის ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც კრემლმა რუსეთში მომუშავე გერმანიის მთავრობის პერსონალის რაოდენობა 350-მდე შეზღუდა.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რუსეთის საკონსულოების დახურვის მიზანია ორ ქვეყანას შორის საკადრო და სტრუქტურული პარიტეტის შექმნა.

მომავალი წლიდან გერმანიაში მუშაობას გააგრძელებს ბერლინში განთავსებული ერთი საელჩო და ასევე ერთი საკონსულო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ კრემლი გერმანიის მოქალაქეებს რუსეთში მუშაობაზე შეზღუდვებს უწესებს.