მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული Daimler-ი 870 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

5d8a51f8e390f
მიხეილ ხაჩიძე
24.09.19 20:50
1131

Audi-ის და Volkswagen-ის შემდეგ, დიდი ჯარიმა Daimler-საც დაეკისრა. გერმანულმა კომპანიამ დიზელის მანქანების გადაჭარბებული გამონაბოლქვის გამო 870 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.  


როგორც შტუტგარდის პროკურატურაში განმარტავენ, დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მანქანების სერტიფიკაციაზე, საზედამხედველო ვალდებულებას 2008 წლიდან აღრვევდა.




”შედეგად, დიზელზე მომუშავე მანქანებს მიენიჭათ მარეგულირებელი ნებართვები, მიუხედავად იმისა, რომ აზოტის ოქსიდების გამოყოფა არღვევს მარეგულირებლის მოთხოვნებს,” - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყებამ არგუმენტად ფედერალური საავტომობილო ტრანსპორტის ორგანოს მიერ ბაზრიდან ემისიების გადაჭარბების გამო გაწვეული 684,000 მანქანა მოიყვანა.

 


Daimler-ი გადაწყვეტილებას ეთანხმება და მის გასაჩივრებას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეორე კვარტალში ავტომწარმოებელმა გამონაბოლქვით გამოწვეულ დაბინძურებასთან ბრძოლისთვის 3 მილიარდამდე გამოყო.