მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული Mercedes-Benz-ი ბრიტანულ Aston Martin-ში წილს ზრდის

5f9971a38e933
ნათია თაქთაქიშვილი
28.10.20 22:19
878
გერმანული ავტოკონცერნი Mercedes-Benz-ი Aston Martin-ში წილის გაზრდაზე აცხადებს. კომპანიაში ამბობენ, რომ Mercedes-Benz-ის წილი Aston Martin-ში 2.6%-დან 20%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გარიგების ღირებულებამ 371 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან წილის სანაცვლოდ Aston Martin-ს წვდომა ექნება Mercedes-Benz-ის ტექნოლოგიებზე და კომპოზიტურ ნაწილებზე, მათ შორის ბოლო თაობის ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავებზე.

ბრიტანული ბრენდი Aston Martin-ი აცხადებს, რომ აღნიშნული გარიგების საფუძველზე, მათ ექნებათ წვდომა გერმანულ ხარისხზე ტექნოლოგიური კუთხით, რაც მათ მისცემს საშუალებას კონკურენტულები დარჩნენ ავტო ინდუსტრიაში.

როგორც გამოცემა წერს, ბრიტანული ავტო კონცერნის ზარალმა 297 მლნ აშშ დოლარი შეადგინა მიმდინარე წლის 9 თვეში, ხოლო კომპანიის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 2/3-ით შემცირდა 2020 წელს.