07.სექტემბერი .2019 22:00

გერმანული Porsche ამერიკულ Tesla-ს კონკურენციას გაუწევს

views 457
უკან

გერმანული Porsche ამერიკულ Tesla-ს კონკურენციას გაუწევს - ამ პროგნოზებს გერმანიაში Porsche-ს ახალი სპორტული ელექტრომობილის დაანონსების შემდეგ აკეთებენ. გერმანული ავტოკონცერნი სპორტულ მანქანა Taycan-ს ბაზარზე 2022 წლისთის გამოიყვანს.


მანამდე კი, კომპანია ახალ პროექტში 6 მილიარდი ევროს ინვესტირებას მოახდენს. როგორც Porsche -ს ხელმძღვანელმა ოლივერ ბლუმემ განაცხადა, ეს იქნება ისტორიული შედეგი. "ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2025 წლამდე ყოველ მეორე Porsche -ს ავტომობილს ელექტრო ძრავი ექნება’’-დასძინა მან.





გერმანული სპორტული ელექტრომობილი საათში 450 კილომეტრს დაფარავს, ხოლო მისი გამონაბოლქვი 0%-ი იქნება. შესაბამისად, გარემოს დაბინძურება სრულიად აცილებული იქნება თავიდან.

გერმანული გამოცემა WELT-ის ცნობით, "პორშეს’’ ახალი ავტომობილის გამოსვლამდე, კომპანიამ 20.000 შეკვეთა უკვე მიიღო. მოქალაქეებს, რომლებსაც Taycan ჯერ ნანახიც არ ჰყავდათ, წინასწარ გადახდით მაინც შეიძინეს.






გერმანული სპორტული ელექტრომობილის წინასწარი შეკვეთა 152.000 ევრომდე ჯდება, რაც ამერიკულ Tesla -ს Model S-ზე თითქმის ორჯერ ძვირია, ეს უკანასკნელი დაახლოებით 52.000 ევრო ღირს, თუმცა გერმანიაში ვარაუდობენ, რომ კონკურენტუნარიანები იქნებიან.