მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული ტექნოლოგიური კომპანია KUKA საქართველოში სკოლის შექმნითაა დაინტერესებული - დავით ბარდაველიძე

614e243d57845
თამთა ჯიჯავაძე
25.09.21 22:00
1540
შინაური ცხოველების ავეჯის ქართული მწარმოებელი Georgian Products-ი, რომელსაც პროდუქცია მხოლოდ ექსორტზე გააქვს, წარმოების პროცესში მალე რობოტებს გამოიყენებს. 

საუბარია ინოვაციური გერმანული კომპანია KUKA-ს რობოტებზე, რომელიც ცხოველების ავეჯის ინდუსტრიაში არა მხოლოდ საქართველოში შემოდის პირველად, არამედ მთელ მსოფლიოში.

„ეს რობოტები ჩვენთვის შეიქმნა. თავდაპირველად ექვსი ცალი რობოტი იქნება. რატომ გადავწყვიტეთ? ჩვენ შესაბამისი მანქანა-დანადგარი ვერსად ვერ მოვიპოვეთ, მხოლოდ კუსტარულად დამზადებული არსებობდა, რაც პრობლემას ქმნიდა წარმადობის თვალსაზრისით. ამიტომაც ამ კომპანიას ვთხოვეთ, რომ შეექმნა ჩვენთვის ასეთი რობოტი. ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ ამ მიმართულებას, რაც ტექნოლოგიების ქვეყანაში შემოტანას და ახალგაზრდების დაინტერესებას შეუწყობს ხელს“ - განუცხადა Forbes Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ გერმანული კომპანიის რობოტები შემოვა საქართველოში, KUKA-სგან უკვე არის ინტერესი, რომ საქართველოში შექმნას სკოლა.

„ახლა კეთდება ანალიზი და მოკვლევა, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ მათ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებთან, ან ჩვენს ბაზაზე დაარსდეს სასწავლებელი, რომელიც ამ მაღალ ტექნოლოგებს სხვადასხვა სფეროში დანერგავს. ჩვენ მოხარული ვართ ამ ამბით. როგორც ყველა პასუხისმგებლობიანი ბიზნესი საზოგადოდ უყურებს განვითარებას“, - განაცხადა ბარდაველიძემ.

კომპანია Georgian Products-ის მიერ წარმოებული შინაური ცხოველების ავეჯი და აქსესუარები თითქმის შვიდი წელია, ევროპის ბაზარზე იყიდება. ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა, როგორც ჩანს, მაღალია, ვინაიდან ყოველწლიურად კომპანიის გაყიდვები მზარდია. Georgian Products-მა, რომელიც 650 ადამიანს ასაქმებს, საქართველოსთვის ახალ ინდუსტრიაში უკვე $6 მლნ-მდე ინვესტიცია ჩადო. დაგეგმილია, რომ 2024 წლისთვის თქვენი კომპანიის ბრუნვა 90 მილიონი ევრო უნდა გახდეს.