მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მზად ვართ, ლოგისტიკის მენეჯერს მაღალი ხელფასი გადავუხადოთ, თუმცა კადრი მაინც არაა” - Logistics Solutions

6390a6bccd942
ანუკა ჯოხაძე
11.12.22 22:00
11457
ლოგისტიკის ბაზრის მოთამაშეები დარგში არსებულ საკადრო დეფიციტზე საუბრობენ. Logistics Solutions-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ დღეს დარგში არა მარტო მძღოლების, არამედ სხვა პროფესიის კადრების მწვავე დეფიციტიცაა.

ირაკლი ცანკაშვილის თქმით, კომპანიებს განვითარების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა არასაკმარისი საკადრო რესურსის გამო, ეს ვერ ხერხდება. მისი თქმით, კადრების დეფიციტის პრობლემას ემატება არასაკმარისი ინფრასტრუქტურა, რის გამოც ქვეყნის მისამართით წამოსული ტვირთნაკადის სწრაფი გატარება ვერ ხერხდება.

“ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ოფისში მომუშავე კადრების მოძიებასთან დაკავშირებითაც. იმ ხალხის, ვისაც ტექნიკურ ნაწილთან შეხება არ აქვს, მათ შორის ლოგისტიკის მენეჯერების, სპეციალისტების მოძიება ძალიან დიდი პრობლემაა. გვაქვს ვაკანსიები, მაგრამ ვერ ვავსებთ. ხშირად ვაწყდები სოციალურ ქსელებშიც პოზიციას, რომ დამსაქმებელმა ღირსეული ხელფასი უნდა გადაიხადოს და კადრები ეყოლება. ეს ასე არ არის, ეს არის თავის გამართლების მცდელობა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მზად ვარ, დღესვე ლოგისტიკის მენეჯერს მაღალი ხელფასი გადავუხადო, ავიყვანო კვალიფიციური კადრი, მაგრამ არ არის ფიზიკურად", - ამბობს ირაკლი ცანკაშვილი, Logistics Solutions-ის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, პრობლემაზე კომპანია Kairos Logistics-შიც საუბრობენ, რომლის დირექტორი აცხადებს, რომ გამოწვევის წინაშე მთლიანად სექტორი დგას.