მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს 5 000 - 10 000 კილოგრამამდე ჟოლოს მოსავალს ველოდებით“ - "ჟოლოვანის" გეგმები

608590016a9b0
მარიამ იზორია
26.04.21 09:45
1585
სამი წლის წინ თბილისიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში გადასახლებულმა ახალგაზრდა წყვილმა საკუთარი ფინანსებით 1 ჰა მიწის ფართობზე მეურნეობა გააშენა, რომელიც ჟოლოს, ქლიავის ბაღებს, ვენახსა და მარწყვს აერთიანებს, მაგრამ როგორც ფერმერი მარიამ უზნაძე bm.ge-ს უყვება, ამ ეტაპზე ძირითად აქცენტს ჟოლოზე აკეთებენ, ამიტომაც მეურნეობასაც „ჟოლოვანით“ მოიხსენიებენ.

„ვფიქრობთ, რაოდენობისა და შემოსავლიანობის მხრივ ჟოლო ყველაზე კარგი კულტურაა; ამჟამად ჟოლოს სამი ჯიში - „კაროლინა“, „ჟოზეფინა“ და „ბრილიანტი“ მოგვყავს. მათი ტრანსპორტირება პრობლემური არაა, ინარჩუნებენ საბაზრო ფასს და გამოირჩევიან გემოვნური თვისებებით. მიწის სამუშაობს თავად ვასრულებთ, მხოლოდ მოსავლის აღებისას გვჭირდება დამხმარე პერსონალი. წელს 5 000 – 10 000 კილოგრამამდე ჟოლოს მოსავალს ველოდებით, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გავყიდით. იმედია, ყოველი მომდევნო წელი ერთმანეთზე უკეთესი იქნება“, - ამბობს დამწყები ფერმერი. 

ახალგაზრდა სტარტაპერები სამომავლოდ გააქტიურებას აგრტურიზმის მიმართულებითაც გეგმავენ. აპირებენ ეკოკოტეჯების აშენებას და ტურების ორგანზებას; მათ გეგმებშია საკუთარი ვენახებიდან ქვევრის ღვინის წარმოების დაწყებაც.

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დამწყები ფერემერებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იმედია, შევძლებთ სხვადასხვა საგრანტო პროგრამით სარგებლობასაც, რათა ლაგოდეხში აგროტურიზმის განვითარება სწრაფად შევძლოთ“, - ამბობს ახალგაზრდა ფერმერი.