მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომბარდე ქსელ „ვალუტოს“ კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა

6059d34246f93
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.21 16:11
1555
რუსთავში (მეგობრობის გამზირი #10) სალომბარდე ქსელ „ვალუტოს“ ახალ ფილიალში მომსახურების მიღება მომხმარებელს უკვე შეუძლიათ.

თიბისის ინფორმაციით, „ვალუტოს“ ფილიალები ამჯერად საქართველოს 6 ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, გარდაბანსა და რუსთავშია ხელმისაწვდომი და 24/7-ზე კონცეფციის ფილიალებში, მომხმარებელს ამ ეტაპაზე შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს:

• ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხი
• სწრაფი ფულადი გზავნილები
• ვალუტის კონვერტაცია

„ვალუტოს“ უპირატესობა მომხმარებლისთვის სალომბარდე სესხებზე საუკეთესო პირობების შეთავაზება, ასევე 24/7-ზე მომსახურების მიწოდებაა, მათ შორის თიბისის ინტერნეტბანკისა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით. კომპანია მომხმარებელს საუკეთესო პირობებით კონვერტაციასა შემდეგ ვალუტაში: GEL, USD, EUR, GBP, TRY, AZN, AMD, RUR სთავაზობს. გარდა ამისა, „ვალუტოში“ მომხმარებელს ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფით შეუძლია.

ცნობისთვის, სალომბარდე ფილიალების ქსელი, „ვალუტო“, რომელიც თიბისის ნაწილია და ქვებრენდით პოზიციონირებს, ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. „ვალუტო“ მუდმივად ვითარდება, კომპანია უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით ფილიალების ქსელის გაფართოებას და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების და სერვისის შეთავაზებას გეგმას.

„ვალუტოს”, ასევე, კომპანიის პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - www.valuto.ge, ასევე, ცხელი ხაზის - 032 2 24 27 27 საშუალებით. ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, „ვალუტოს“ ფილიალებში მომსახურების მიღება მომხმარებლებს ამ ეტაპზე 10:00-დან 19:00-მდე შეუძლიათ.
(NS)