მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაბილეთების გაძვირებას მოგზაურობაზე მოთხოვნის ბუმიც განაპირობებს - სიდამონიძე

62cbf582e7a62
მარიამ ვარადაშვილი
11.07.22 14:36
951
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის პროგნოზით, ავიაბილეთების ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. ასე უპასუხა მაია სიდამონიძემ "საქმიანი დილის" ავიაციის რუბრიკის წამყავნის გიორგი მოლოდინაშვილის კითხვას - დასრულდა თუ არა “იაფად ფრენების” პერიოდი, რადგან საერთაშორისო ფრენებზე ბილეთის ფასი გაძვირებულია.

“გარდა საწვავისა და საოპერაციო ხარჯების ზრდისა, დღეს ავიახაზებს სამუშაო პერსონალის დეფიციტიც აქვთ. პრობლემა არის მოთხოვნის ბუმი, რაც პოსტ კოვიდ-პერიოდმა გამოიწვია. იმხელა მოთხოვნაა, რომ დღეს ფასებთან დაკავშირებით მომხმარებელი ყველაზე ნაკლებად სენსიტიურია, თუმცა ვფიქრობ, გარკვეულწილად ტრანსფორმაციის პერიოდიც არის და შემდგომში ისე დალაგდება მოთხოვნა-მიწოდება, რომ აღარ იქნება პრობლემა - არც რეისების გაუქმება და არც მაღალი ფასები”, - აცხადებს სიდამონიძე BMGTV-ის ეთერში.

მისივე თქმით, ავიაკომპანიები მსგავს მოთხოვნას არ ელოდნენ და ახლა მის დასაკმაყოფილებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ.

“ავიაკომპანიებისთვის დღეს საწვავზე გაზრდილ ფასზე დიდი პრობლემა იმ კადრების უკან დაბრუნებაა, რომლებიც კოვიდის პერიოდში გაუშვეს. ავიაციის სფერო საკმაოდ სპეციფიკურია, შესაბამისად, ახლა ამ კადრების უკან დაბრუნება ორჯერ მეტი უჯდებათ. აქედან გამომდინარე, ხარჯებთან ერთად მომსახურებასთან დაკავშირებითაც ექმნებათ პრობლემა”, - ამბობს მაია სიდამონიძე.