მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეთვიკის აეროპორტის მგზავრთა ნაკადი პანდემიის გამო 14.7 მილიონით შემცირდა

5f48dc8e94263
ნათია თაქთაქიშვილი
28.08.20 20:10
899
ლონდონის გეთვიკის აეროპორტის მგზავრთა ნაკადი კორონვირუსის პანდემიის გამო 14.7 მილიონით ანუ 2/3-ით შემცირდა წლის დასაწყისიდან დღემდე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აეროპორტმა კვირის დასაწყისში თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნაც დაანონსა, ასევე განცხადა რომ აეროპორტმა 344 მილიონი ფუნტი სტერლინგი იზარალა პანდემიის გამო.

გეთვიკის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა რომ ფრენები განახლდა, პანდემიამდელ მგომარეობას მგზავრთა ნაკადი დაახლოებით 4-5 წელიწადში დაუბრუნდება.

გამოცემა წერს, რომ გეთვიკზე ნგატიური გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ოპერირება შეწყვიტა, მათ შორის Virgin Atlantic-მა და British Airways-მა. British Airways-მა ფრენების უმრავლესობა ჰითროუს აეროპორტში გადაიტანა.

როგორც გეთვიკის ადმინისტრაცია აცხადებს, აეროპორტი იძულებულია 600 სამუშაო ადგილი შეამციროს, აღსანიშნვია რომ თანამშრომელთა 75% შვებულებაში ოქტომბრის ბოლომდე იქნება.

გამოცემა წერს, რომ აეროპორტი აქტიურად იბრძვის Virgin Atlantic-ის დაბრუნებისთვის, მას შემდეგ რაც ფრენებზე მოთხოვნა ისევ გაიზრდება, მაგრამ Virgin Atlantic-საც ფინანსური პრობელმებ აქვს და თავად იბრძვის გადარჩენსათვის.