მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GFN 2021: “თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”

60e6b30007478
BM.GE
08.07.21 11:32
724
დღეს მსოფლიოში 1.1 მილიარდი ადამიანი მოიხმარს თამბაქოს ნაწარმს. მიუხედავად ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტების მცდელობისა, შეამცირონ ახალი და ძველი მწეველების რაოდენობა, ეს მონაცემები ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია.

ტრადიციული სიგარეტების მოხმარებელთა რაოდენობის შემცირების პროცესში, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი, თამბაქოს კონტროლის ინიციატივების პარალელურად, აქტიურად განიხილავს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო სარგებელს.

“როდესაც ვსაუბრობთ თამბაქოს ზიანის შემცირებაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დისკუსია ეხება მხოლოდ ზრდასრულ მწეველებს და იმ ინდივიდებს, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას და ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მოხმარებას”, - ამბობს კლივ ბეითსი,

თამბაქოს ზიანის შემცირება არის ჯანდაცვის სტრატეგია, რომლის მთავარ ინსტრუმენტს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, მათ შორის: ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქო და სნუსი წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ალტერნატივების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს,

“მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ადასტურებს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო უპირატესობას, სხვადასხვა ინსტიტუტები, საკანონმდებლო ორგანოები და მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ცდილობს, მოახდინოს ზიანის შემცირების სტრატეგიის დისკრედიტაცია და ამ მიზნით, რადიკალურად უპირისპირდება განსხვავებულ მიდგომებს”, - განაცხადა კონსტანტინოს ფარსალინოსმა (Konstantinos Farsalinos), პატრას უნივერსიტეტის პროფესორმა.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 98 მილიონი ადამიანი თამბაქოს მხოლოდ ჩვევის გამო მოიხმარს. გერი სტიმსონი, “ნიკოტინის შესახებ გლობალური ფორუმის” დირექტორი, აღნიშნავს, რომ მიუხედავად შემაშფოთებელი სტატისტიკისა, შემცირებული ზიანის მქონე მოწყობილობების როლის შესახებ მოსაზრებები საზოგადოებაში გაყოფილია.

“დიდ ბრიტანეთში, ჯანდაცვის ექსპერტები აღიარებენ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების პოტენციალს მოწევისთვის თავის დანებების პროცესში და დღეს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის მოხმარების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს. მსგავსი ვითარება არის იაპონიაშიც, სადაც ბაზარზე გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების გამოჩენის შემდეგ ტრადიციული სიგარეტის ბაზრის წილი ერთი მესამედით შემცირდა”, - ამბობს გერი სტიმსონი.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებისა და არაერთი სამეცნიერო მტკიცებულების მიუხედავად, Bloomberg Philanthropies ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ჯგუფები, სამეცნიერო მტკიცებულებები არარსებობის მიუხედავად, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების ზიანზე ამახვილებენ ყურადღებას და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას უწყობენ ხელს.

“2020 წელს აქტიურად მიმდინარეობდა კვლევები ნიკოტინის მიწოდების ახალი სისტემებისა და ელექტრონული სიგარეტების შესახებ. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებისა და დამფინანსებლების მისია ერთი იყო - შეექმნათ თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოება. თუმცა, მათი ძალისხმევით, აღნიშნული კვლევების ფარგლებში, თამბაქოს სხვადასხვა ტიპის პროდუქტის ინტერპრეტაცია ყველაზე ნეგატიური გზით ხდებოდა”, - ამბობს ბრედ რადუ, მედიცინის პროფესორი და თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ექსპერტი.

თამბაქოს ზიანის შემცირების მომხრე ექსპერტები და მეცნიერები ხაზგასმით საუბრობენ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებისადმი მკაცრ დამოკიდებულებაზე, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიისადმი უნდობლობა იწვევს. ჯანმოს განცხადებით, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების აეროზოლში არსებობს რამდენიმე მავნე ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც არ გვხვდება თამბაქოს კვამლში, შესაბამისად, არსებული სამეცნიერო მტკიცებულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების, როგორც შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტების კლასიფიკაცია.

ჯანმოს განცხადების მიუხედავად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო რისკებსა და სარგებელზე დისკუსია დღეს აუცილებელია, რათა ასობით მილიონმა ზრდასრულმა მწეველმა, რომელიც სხვაგვარად გააგრძელებდა თამბაქოს მოხმარებას, შეძლოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება და გონივრული არჩევანის გაკეთება.

როგორც ექსპერტები განმარტავენ: მეცნიერება ვითარდება, თუმცა, პოლიტიკოსებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მხრიდან წამოსული ნეგატიური დამოკიდებულება აფერხებს თამბაქოს ზიანის შემცირების შესაძლებლობას.

“ჩვენ დღეს თამბაქოს ინდუსტრიის მიმდინარე რევოლუციური ცვლილებების მომსწრენი ვართ. კვლევასა და განვითარებაში ჩადებული მილიარდობით დოლარის ინვესტიციის შედეგად, დღეს ასობით მილიონი ადამიანი იყენებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროდუქტს და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ შევძლებთ თამბაქოსგან გამოწვეული ფატალური შედეგების 3.5 მილიონამდე შემცირებას... თუმცა, დღეს კანონმდებლობამ დაკარგა კავშირი მეცნიერებასთან, რადგან გვაქვს უამრავი სამეცნიერო მტკიცებულება და ძალიან ცოტა ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნას”, - ამბობს დერეკ იაჩი (Derek Yach), თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის შექმნის თანამონაწილე და ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაცია Smoke-Free World-ის პრეზიდენტი.