ლუქსემბურგის ფონდ - Green For Growth Fund-ს (GGF) და თიბისი ლიზინგს შორის 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასეხო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ლარის ექვივალენტში გაიცემა.
როგორც BM.GE-ის ბანკიდან აცნობეს, შეთანხმების მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეების ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობაა. აღნიშნული ფინანსური რესურსი წარმოადგენს პირველ სესხს, რომელიც ფონდის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან გაიცემა. ფინანსური რესურსის ლარში გამოყოფით, პარტნიორები მიზნად მეწარმეებისთვის გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკებს შემცირებას ისახავენ, ამავდროულად, დაეხმარონ მათ პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავებაში.
2017 წლიდან თიბისი ლიზინგი GGF-ის სტრატეგიული პარტნიორია. მან მნიშვნელოვანი ვალდებულება იკისრა ენერგო რესურსების დაზოგვის ხელშეწყობის კუთხით, რასაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული მწვანე ლიზინგის დაფინანსებით. GGF-ის ახალი დაფინანსება კომპანიის კლიენტებს საშუალებას მისცემს ენერგოეფექტური ინვესტიციები განახორციელონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის მწვანე აღდგენაში. ინვესტიციების შედეგად წლიურად დაახლოებით 13 380 მგვტ/სთ ოდენობის ენერგო რესურსები დაიზოგება და 2 863 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილება მოხდება.
„თიბისიში“ განმარტავენ, რომ ლარში დენომინირებული ფინანური რესურსის გამოყოფა GGF-ის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან მოხდა, რომლის მიზანი ადგილობრივი ვალუტის მერყეობის შემცირებაა. აღნიშნული აქციების კლასი ცნობილია, როგორც „L shares“ და მისი დიდი ნაწილის კონტრიბუტორს წარმოადგენს ევროკავშირი, ინიციატივის „ევროკავშირი ენერგიისთვის“ (EU4Energy) ფარგლებში და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).
“მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას თიბისი ლიზინგთან. ეს ინვესტიცია თიბისი ლიზინგს საშუალებას მისცემს, გაზარდოს მწვანე პორტფელი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და შესაბამისად, წვლილი შეიტანოს საქართველოს მწვანე და უფრო მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ მიზნობრიობით ლარში გაცემული ლიზინგები უზრუველყოფენ ბიზნესისა და გარემოს დაცვას. როდესაც მსესხებელს წვდომა აქვს ლიზინგზე, რომელიც დენომინირებულია იგივე ვალუტაში, რა ვალუტაშიც მისი შემოსავალია, ისინი დაცულები არიან გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებული რისკებისგან. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, ოდესაც მეწარმეები კოვიდ-19 დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან,“ - განცხადა GGF-ის თავმჯდომარემ ოლაფ ზიმელკამ.
„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ გავაგრძელეთ ფონდთან წარმატებული თანამშრომლობა 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების გაფორმებით. თანხის ათვისება მთლიანად ადგილობრივ ვალუტაში მოხდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებს ბევრად უფრო ხელმისაწვდომი მწვანე პროდუქტები შევთავაზოთ და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მათგანი ლარში იქნება შეთავაზებული, რაც ასევე თავიდან ააცილებს მათ კურსთა ცვალებადობით გამოწვეულ რისკებს. ჩვენი სტრატეგიული მიმართულება მოიცავს ჩვენს პორტფელში ენერგოეფექტური პროექტების წილის ზრდას, რაც მიღწევადია მხოლოდ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილესთან წარმატებული პარტნიორობით, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევების პერიოდში,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ