მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალ გაიდლაინებს აწესებს

5f1abb1cb443a
ნათია თაქთაქიშვილი
24.07.20 21:20
1540
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი გაიდლაინები დააწესა. ახალი წესები უკვე შევიდა ძალაში. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში, საჯარო ტრანსპორტში, ბანკებსა და ფოსტებში.

მოსახლეობამ პირბადეები ასევე უნდა გამოიყენოს საკვების „თან წაღების სერვისით“ სარგებლობისას.

პირბადის ტარების წესების დარღვევის შემთხვევაში, პირი დაახლოებით 100 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდება.

გამონაკლისს წარმოადგენს 11 წლამდე ასაკის ბავშვები და ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევთ საშუალებას გამოიყენონ პირბადე.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, პირბადეები არ გამოიყენონ ახალ დაბადებულ ბავშვებზე, რადგან ეს მათი დახრჩობის რისკებს ზრდის.

ამასთან, პირბადეების გამოყენება არ იქნება აუცილებელი ისეთ დახურულ სივრცეებში, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცულია, მათ შორის არის: რესტორნები, პაბები, სილამაზის სალონები, სავარჯიშო დარბაზები, კინო-თეატრები და საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები.