"მინდა, გაზაფხულიდან აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი“, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის შემოდგომაზე გააკეთა.
მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ აბასთუმანში უნდა აშენებულიყო ცალკე მანქანების სადგომი. ამ დაპირების და აბასთუმნის ელექტრომობილების „ქალაქად შობის“ იდეის შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და აბასთუმნის მოსახლეობისთვის არც ელექტრომობილები დაურიგებიათ და მეტიც, დაპირებული ავტოსადგომის მშენებლობა არც კი დაწყებულა.
bm.ge ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში წერდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, აბასთუმანში სადგურისა და ღია ავტოსადგომის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მუნიციპალური განვითარების ფონდს კითხვაზე, რა ეტაპზეა ავტოსადგომის მშენებლობა, 2020 წლის იანვარშიც იგივე პასუხი აქვს: „მიმდინარეობს საპროექტო გადაწყვეტაზე მუშაობა“.
პროექტის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იქ 1000 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს, საიდანაც 200 სადგომი ელექტროავტომობილებისთვის იქნება გათვალისწინებული, რომლის შემოყვანა კურორტზე ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, ჯერ კიდევ ოქტომბერში მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ ჯამში, აბასთუმანში 18 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებენ.
რა უნდა გაეკეთებინა მუნიციპალური განვითარების ფონდს და რა გააკეთა ამ დრომდე:
მსოფლიო ბანკის დახმარებით, აბასთუმანში ისტორიული სახლებისა და ობსერვატორიის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. პროექტის თანახმად, დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა და ისინი პირვანდელი იერ-სახით აღდგა.
განხორციელდა ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაასრულა კურორტ აბასთუმნის გენგეგმაზე მუშაობა, რომელიც მათი თქმით, „გახდება ქაოტური განაშენიანებისგან აბასთუმნის დაცვის გარანტია“.
როგორც უკვე აღინიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა აეშენებინა ავტოსადგომი, თუმცა პროექტი ამ დრომდე იგეგმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?