მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია ბანკინგი და მისი უპირატესობები

61111f792b59a
BM.GE
09.08.21 16:27
1279
საქართველოში ღია ბანკინგის პირველი ეტაპი ოფიციალურად ამოქმედდა. რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო სექტორი სრულიად ახალ ეტაპზეა. რაც მთავარია, მომხმარებელს უახლოეს მომავალში ბევრი საინტერესო ცვლილებების მთელი სერია ელოდება წინ. გლობალიზაციამ მნიშვნელოვანი ბარიერი წაშალა და ინფორმაციის მიწოდება გაამარტივა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Open Banking-ის ამოქმედებაც დაახლოებით იდენტურ შედეგებს მოგვცემს, ოღონდ საფინანსო სექტორში.

ბანკებს ერთმანეთში ფინანსური ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა უკვე აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი საკუთარ ფინანსებს ერთ სივრცეში გააკონტროლებს. უკვე აღარ არის საჭირო ერთდროულად რამდენიმე ინტერნეტ ბანკის ჩამოწერა. ყველა ოპერაციას უკვე ერთი აპლიკაცია ითავსებს.

რა სარგებლობა მოაქვს ღია ბანკინგს:

21-ე საუკუნის მომხმარებელი ბრენდზე მეტად, სერვისის ერთგულია. მისთვის მთავარი ხარისხიანი, სანდო და სწრაფი მომსახურების მიღებაა. ხშირად მომხმარებელს არაერთი ანგარიში აქვთ გახსნილი და საჭიროებისამებრ განკარგავს თითოეულს. საკმაოდ დიდი დისკომფორტია ყოველ ჯერზე რამდენიმე ონლაინ ბანკის აპლიკაციის გახსნა, რომელსაც ვერიფიკაციის არაერთი საფეხური აქვს. ღია ბანკინგის ამოქმედება სწორედ ამ პროცესის გამარტივებისა და მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული.

სიახლე მომხმარებლის გარდა სასარგებლოა ბანკებისთვის, რადგან ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა საფინანსო ინსტიტუტებისგან მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენონ, დაამუშაონ და შექმნას სწორედ ისეთი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.

ერთ აპლიკაციაში სხვადასხვა ანგარიშების ინტეგრირება უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია შესაძლებელი და იმისათვის რომ ეს თავად გამოსცადოთ, უნდა მიყვეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/37ff3yU. თავადაც ნახავთ რომ მარტივი ოპერაციის შემდეგ შესაძლებელი იქნება ანგარიშის დეტალების, ბალანსის და ტრანზაქციების გაგება. შეძლებთ ნახოთ დარჩენილი ნაშთი და ერთ სივრცეში აკონტროლოთ საკუთარი თანხები.

უნდა აღინიშნოს, რომ ფინტეკები და ბანკები Data-ს დიდი ხანია ამუშავებენ და არსებული პროდუქტები სწორედ მათი „დამსახურებით“ იქმნება, თუმცა ახლა მსგავსი ტიპის ინფორმაციის მასშტაბი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს და კონკურენციის გაზრდას ნიშნავს, ამ ყველაფერს კი მხოლოდ ერთი გამარჯვებული - მომხმარებელი ეყოლება.

რაც ყველაზე მთავარია, ეს Open Banking-ის მხოლოდ პირველი ეტაპია. უკვე მომავალი წლისთვის ინფორმაციაზე წვდომა ფინტეკებსაც ექნებათ. ღია ბანკინგის ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით აუცილებლად გაიზრდება ფინტეკების რაოდენობა და ფინანსური სერვისებიც გაცილებით მრავალფეროვანი გახდება. გაჩნდება ახალი იდეები, შემცირდება ბარიერები და ბაზარი გაცილებით უფრო კონკურენტული გახდება.