02.მარტი .2021 16:25

გია ჯოხთაბერიძე: ბექაურს უნდა, რომ მუდმივად იყოს შემჯდარი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ

გია ჯოხთაბერიძე: ბექაურს უნდა, რომ მუდმივად იყოს შემჯდარი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ
views 1194
უკან

პარლამენტში გამართულ რამდენიმე საათიან სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 2 ვაკანტური პოზიციის საკითხზე იყო მსჯელობა. დარგობრივი ეკონომიკს და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 1 მარტის სხდომაზე პარლამენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი 6 კანდიდატიდან 2-ს დაუჭირა მხარი. სხდომაზე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა “მაგთის” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გია ჯოხთაბერიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ არსებულ რეალობაში აუცილებელია, კომისიის 3 ვაკანტური პოზიციის შევსება, რადგან 5 წევრისგან შემდგარ კომისიაში 2019 წლიდან მოყოლებული 1 პოზიცია ვაკანტურია, ხოლო კომისიას მისი ფუნქციების სრულად შესასრულებლად 5-ივე წევრის ყოფნა ესაჭიროება. მათ შორისაა, კომისიის თავჯმდომარის გადაყენების საკითხიც, რომელსაც ⅘-ზე უმრავლესობა ესაჭიროება.

“კომისიას ჰყავს 5 წევრი, ამჟამად მას ჰყავს 4 წევრი, ამ 4 წევრიდან 2 წევრს ვადა გასდის ამ დღეებში. ერთ-ერთ წევრს ვადა გაუვიდა 2019 წლის ოქტომბერში. კანონმდებლობის მიხედვით, გადადგომამდე 100 დღით ადრე ან გადადგომიდან 10 დღეში უნდა ჩანაცვლდეს ახალი კანდიდატურით. შესაბამისად, რატომ არის ახლა 2 კანდიდატზე კონკურსი გამოცხადებული და მესამეზე არ არის?

როდესაც კომისიის თავმჯდომარე უნდა განთავისუფლდეს კომისიის მიერ, ის თავისუფლდება წევრთა ⅘-ის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, წელიწადნახევარია მეხუთე წევრი არ გვყავს კომისიაში, შესაბამისად, კომისიას არ შეუძლია შეასრულოს ის უფლებამოსილება, რაც მას კანონით აქვს მინიჭებული; როდესაც პარლამენტი განიხილავს კონსტიტუციის ცვლილებების საკითხს, აქ არის 2.3-ის უმრავლესობის ხმა საჭირო და თქვენ წარმოგიდგენიათ რამდენად მაღალია ⅘-ის უმრავლესობა? შესაბამისად, აჩვენებს რამხელა მნიშვნელობაზე აწია ბექაურმა შემოდგომაზე კანონმდებლობა. მას არ აწყობს კომისიის მეხუთე წევრი ჰყავდეს, რადგან უნდა, რომ მუდმივად იყოს შემჯდარი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ, აი ეს არის არსი,”- განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.

საკომიტეტო განხილვას ესწრებოდა “მაგთის” მინორიტარი მეწილე ირაკლი რუხაძეძ, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიასა და სექტორს შორის ღია დაპირისპირება არსებობს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ კომიტეტს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატურები გააცნო. კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კომიტეტმა - 9 ხმით ნათია კუკულაძეს, 8 ხმით ეკატერინე იმედაძეს დაუჭირა მხარი.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ გამოხატული დამოკიდებულებით გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და კერძო სექტორს შორის.

„გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და სექტორს შორის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის, მაქსიმალური ჩართულობისთვის პროცესში იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც კომიტეტს გააჩნია. ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა. რეფორმა მაშინ არის მნიშვნელოვანი და ძლიერი, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაზე, მთავრობის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა