07.ოქტომბერი .2022 18:20

გია შარვაშიძე, სავარაუდოდ, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს საქმიანობას

გია შარვაშიძე, სავარაუდოდ, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს საქმიანობას
views 503
უკან

გია შარვაშიძე თსუ-ს რექტორის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი ინფორმაცია მან თავად დაადასტურა. შარვაშიძე განმარტავს, რომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და შესაბამისი განცხადებით აკადემიურ საბჭოსაც მიმართა. რაც შეეხება მომავალ საქმიანობას, bm.ge-ს ინფორმაციით, შარვაშიძე რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად ინიშნება.

დიპლომატიურ სამსახურში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით შარვაშიძემ მინიშნება გავრცელებულ განცხადებაშიც გააკეთა:

„მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად", - აცხადებს გია შარვაშიძე.

bm.ge დიპლომატიურ სამსახურში მის შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს და მკითხველს მიღებისთანავე მივაწვდით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა