მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გია ვოლსკი: ანაკლიის კონსორციუმმა პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო

5e171cd4dea78
ვიქტორია მღებრიშვილი
09.01.20 16:50
1046
"ანაკლიის კონსორციუმმა პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ისარგებლა სახელმწიფოს მიერ გაწეული შეღავათებით და ანაკლიის პორტის სანაპიროზე პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გამართა.

"ამ 4 წლის განმავლობაში რამდენჯერ გაუგრძელდა ხელშეკრულება, შეცვალა პირობები და არავის უფიქრია ხელშეკრულების შეწყვეტაზე და რატომ მოხდა ასე, რა განსაკუთრებული დამსახურება აქვს კონსორციუმს, რომელმაც პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო, დიდი თანხა იქნა სახელმწიფოს მიერ დახარჯული და საქმის ნაცვლად პრაქტიკულად ამ სანაპიროზე "ლელოს" პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. ეს არის რეალობა და ამ რეალობის თვალის გასწორება გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიის ქოლგის ქვეშ ამოფარება", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.