10.სექტემბერი .2019 12:40

გია ვოლსკი-ბადრი ჯაფარიძეს: ჯაფარიძემ 17 მლნ-ის „აორთქლებაზე“ უნდა გასცეს პასუხი

views 401
უკან

„თუ 221 ათასის ჩადება უნდა განათლებაში - ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა, თუ უნდა მე კრედიტი მომცეს და შემდეგ ამ კრედიტით მის ანგარიშზე შევიტან და იქიდან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის,“ - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

საქმე იმაშია, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს და მისთვის 221 952 ლარის ფინანსური სანქციის დაკისრებას ითხოვს, რომელიც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩაიდება. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ჯაფარიძემ 17 მლნ-ის „აორთქლებაზე“ უნდა გასცეს პასუხი.    

„განცხადებები გააკეთოს იმასთან მიმართებაში, რა უყვეს იმ 17 მლნ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ ამ კრედიტზე მომსახურება უზრუნველყოფილი არ იყო. თანხა როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადარიცხეს თუ გადაიყვანეს ოფშორულ ზონაში?

პოლიტიკა და საზოგადოებრივი მოძრაობა არ არის თავშესაფარი მაშინ, როდესაც გედავებიან 17 მლნ-ის "აორთქლებას", ამაზე უნდა გასცე პასუხი და არა ედავო ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში შენს წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებ. სასამართლო გაარკვევს ყველაფერს ყოველთვის ვამბობ, მაგრამ ვინაიდან ბრალდებაა, ამ ბრალდებას უნდა გასცე პასუხი და არა გია ვოლსკის თუ სხვას ედავო იმისთვის, რომ ღირსება შეგილახეს და რომელიც ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას",  - განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა