მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიდები 17 თებერვალს ღამის თბილისში ტურს აანონსებენ

6025037fc107c
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.21 23:15
1536
"კომენდანტის საათის" გასაპროტესტებლად 17 თებერვალს, ხუთშაბათს გიდები ალექსანდრე პაიკიძე და ალექსანდრე გიორგიძე ღამის თბილისში ტურს აანონსებენ.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ალექსანდრე პაიკიძე განმარტავს, ტურზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება, ვისაც სურვილი აქვს არსებული „რეჟიმისა“ და „კომენდანტის საათის“ წინააღმდეგ პროტესტი დააფიქსიროს. აღნიშნული ტური, მისი თქმით, ძველ თბილისში შედგება, თუმცა კონკრეტულად სად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„კომენდანტის საათი არის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება და ის არანაირად არ ეხმიანება ვირუსისგან დაცვას. ეს არის პოლიტიკური იარაღი, რომელიც ხალხს აიძულებს იყოს სახლში გამათხოვრებული, გასაცოდავებული ეკონომიკა კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდეს. ჩვენ რეალურად აღარ ვარსებობთ, ქვეყანაში მინიმალური რაოდენობის ადამიანები არიან, ვინც არსებობს. ამიტომ მშვიდობიანი პროტესტით ჩემი საქმიანობით გავაპროტესტებ "კომენდანტის საათს". ბიზნესების უმრავლესობა 9 საათამდე ვერ იმუშავებს და ასე ეკონომიკა ვერ აღდგება, მით უმეტეს ისეთი სუსტი ეკონომიკა, როგორიც ჩვენს ქეყანას აქვს.

ჩვენი პროტესტის ფორმა მინიმალისტური და მშვიდობიანია. უფრო მასშტაბური უნდა იყოს ეს პროტესტი, თუმცა, ხალხს კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაწესებული 2 000 ლარიანი ჯარიმის შიში აქვთ“, - განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.

გიდი ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდში ის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით დასვენების დღეების გარეშე მუშაობდა და ტურისტებს იღებდა.

შეგახსენებთ, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი გიდები 1 წელია რაც სრულად გაჩერებულები არიან.