მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიდების პროტესტი 6 თებერვალს - „უფასო ტურები ყველა მსურველს“

601cf1b74c5a8
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.21 11:27
1181
სამოქალაქო საპროტესტო აქციის  #სოცაფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი და გიდი ალექსანდრე გიორგიძე შაბათს, 6 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, ყველა მსურველისთვის უფასო ტურების ჩატარებას აანონსებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსურველებს ტურებში ჩართვისა და დასწრებისკენ მოუწოდებს.

„შაბათს - 6 თებერვალს პარლამენტის წინ 14:00 საათზე ყველა დარგის წარმომადგენელი, ვისზეც ვრცელდება შეზღუდვები, მათ შორის რესტორატორები, ფიტნეს კლუბები, სამკერვალოები, გასართობი ცენტრები თავის პროტესტს გამოთქვამენ არსებული შეზღუდვების წინააღმდეგ.

ჩვენ - გიდები, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ვიზიარებთ და ვართ ერთ-ერთი ორგანიზატორები ამ პროტესტის და შაბათს დილას, 11:00 საათზე შევიკრიბებით მეტეხის ეზოში და დავაანონსებთ უფასო ტურს "რეალური და ალტერნატიული თბილისი"; ასევე, იგეგემება 12:00 საათზე "ღვინის ტურის" ორგანიზება კონკასთან, რომელსაც გიდი ალექსანდრე პაიკიძე გაუძღვება. შესაბამისად, მსურველებს შეუძლიათ, რომ შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენ გვჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა. ჩვენი ტურები, დაახლოებით, 2 საათიანი იქნება, რის შემდეგაც მსვლელობით შევუერთდებით საპროტესტო აქციას პარლამენტთან და ტურიზმის ხმას მაქსიმალურად გავაგონებთ ყველას. ადგილზე გვექნება ცალკე პერფორმანსი, რომელიც ერთიან აქციაში გადაიზრდება“, - უთხრა ალექსანდრე გიორგიძემ BM.GE-ის და დასძინა, რომ საინტერესო ტურების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან საორგანიზაციო საკითხებზე გიდები ამ წუთებშიც მუშაობენ.

„დაპატიჟეთ მეგობრები, ოჯახის წევრები“, - მოუწოდებს გიდი მოქალაქეებს.