მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GIG - საქნახშირი სიმბოლურ ფასად Steel International trade company-ის გადაეცა

5d8ccb1e04f32
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.19 18:30
2523
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში (GIG) BMG-ის განუცხადეს, რომ ისინი კომპანია საქნახშირის აქტივებს ახალ ინვესტორს - Steel International trade company-ის გადასცემენ. GIG-ში ამბობენ, რომ ახალი ინვესტორი ნოემბრის თვეში გეგმავს წიაღისეულის მოპოვების დაწყებას, ამასთანავე კომპანია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ობიექტის სტრატეგიული განვითარების გეგმას წარადგენს. 

საქნახშირის მესაკუთრის ცვლილებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც გააკეთა. მინისტრის თქმით, საქნახშირის ახალი ინვესტორი არის ქართული ბიზნესჯგუფი, რომლის მფლობელიც უკრაინული წარმოშობის ბიზნესმენები არიან და რომლებიც უკრაინაში ქვანახშირის შახტებს ფლობენ. 

"საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ინფორმაციით, ტყიბულის ტერიტორიაზე ნახშირის რეზერვების მოცულობა შეადგენს 331 მილიონ ტონას.