მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GIG ჰოლდინგი $23-მილიონიანი ინვესტიციით, სკრაში ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

63c521ea1f4bd
შოთა ტყეშელაშვილი
16.01.23 14:15
1346
GIG ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი კომპანია “საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრაში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

ახალი ენერგოობიექტის მშენებლობის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “საერთაშორისო ენერგეტუკულმა კორპორაციამ” მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა უნდა ჩაატაროს. ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დადებითი შედეგების შემდეგ, სადგურის პროექტი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავა.

“მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე კი 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი 23,3 მლნ აშშ დოლარია,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.