მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GIG-მ "StopCov" ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა

5e7c598230b05
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 11:37
4924
საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა (GIG) "StopCov ფონდში" 300 000 ლარი გადარიცხა.

ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და "COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება. კომპანიამ ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - დანიშნულებით "Stopcov", 300 000 ლარი გადარიცხა.
ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სოლიდარობით და თანადგომით, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს ეცოდინება სად დგას, რას აკეთებს და რისთვის, ჩვენ შევძლებთ პრობლემების გამკლავებას", - ნაქვამია GIG-ის განცხადებაში.