05.მარტი .2020 14:00

გიგა ბედინეიშვილი - "თუ კორონავირუსზე ვიპანიკებთ, ამით ეკონომიკას შევანელებთ"

views 319
უკან

თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვიპანიკებთ, ამით ეკონომიკას შევანელებთ, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.

ფინანსისტი მიიჩნევს, რომ თუ ვიპანიკებთ, ამით ეკონომიკას შევანელებთ, ხოლო თუ ეკონომიკა შენლდება, გაცილებით დიდი მსხვერპლი იქნება, ვიდრე ეს შეიძლება კორონავირუსმა გამოიწვიოს.

„ობიექტურად რომ ვთქვათ, სიტუაცია ძალიან რთულია. რადგან რაღაც შოკები გვაქვს მოთხოვნის თვალსაზრისითაც და მიწოდების ჯაჭვებშიც. ასე რომ, რაღაცა განსაკუთრებულ სიტუაციაში ამ შოკების შემარბილებელი ზომების მიღება შეიძლება გამართლებული იყოს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა გვაქვს რეზერვებში. მოკლევადიანი დახმარება, თუნდაც გადასახადების დაყოვნებასთან დაკავშირებით, შეიძლება ხაზინამ თავის თავზე აიღოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია სხვა ვალდებულებებზე, რაც ხაზინას აქვს.

შეიძლება სასტუმროებს დავეხმაროთ, მაგრამ ამ დროს სოციალური პასუხისმგებლობები დარჩეს შეუსრულებელი. უნდა აიწონ-დაიწონოს ყველაფერი. მე მონეტარული ქმედებების მომხრე არ ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ეპედემიური და არა ეკონომიკური კრიზისი“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა